Sunday, July 18, 2010

ბარბარიზმები ქართულ ენაში





პროქტის სახელი: ბარბარიზმები ქართულ ენაში.

პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია მოსწავლეებმა დაინახონ, თუ როგორ უშლის ხელს ბარბარიზმები ქართული ენის სიწმინდის დაცვას და მონახონ პრობლემის გადაჭრის გზები.ბავშვები მოიძიებენ ბარბარიზმებს, კვლევის და ჩატარებული ანალიზების შედეგების საფუძველზე დაადგენენ, თუ რამდენად ულამაზო ხდება სამეტყველო ქართული ენა ბარბარიზმების გამოყენებისას.

პროექტის სრული აღწერა: მასწავლებლის მიერ პროექტში მონაწილე ბავშვები სხვადასხვა საკითხზე სამუშაოდ დაიყოფებიან ჯგუფებად
Iჯგუფი: ასახელებს და აღწერს პრობლემას
IIჯგუფი: იკვლევს და ადგენს მიზეზებს
IIIჯგუფი: მუშაობს პრობლემის გადაჭრის გზებზე.

მოსწავლეთა ასაკი: 10 წელი, IV კლასი.

ვადა/ხანგრძლივობა: ერთი თვე.

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა-ძიება ,ინტერნეტი (google), მასალების შეგროვება, თანამშრომლობა უფროსკლასელებთან, უფროსებთან, ბიბლიოთეკასთან, ჯგუფური მუშაობა, დისკუსიების გამართვა, პლაკატების შექმნა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქცია რაც შეიძლება შეიქმნას: მოეწყობა ჩანაწერების გამოფენა „ რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს“, სადაც მოსწავლეები წარმოადგენენ ქართულ ენას ბარბარიზმებით და ბარბარიზმების გარეშე, შეადგენენ და აკინძავენ მინი ლექსიკონს „ ბარბარიზმები ქართულ ენაში'.

სასარგებლო სხვისთვის: ამ პროექტით მოსწავლეები მიიღებენ მეტ ინფოფმაციას ბარბარიზმების შესახებ და საკუთარ წვლილს შეიტანენ ქართული ენის დაცვის საქმეში.

სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: განუვიათარდებათ კვლევის, მოძიების, თანამშრომლობის უნარ-ჩვევები. საგანი ქართული ენა.

No comments:

Post a Comment